დრამატული დასკვნა და ჯანდაცვის მინისტრის უკანასკნელი აღიარება. რა კლავს საქართველოს მოქალაქეებს – კორონავირუსი თუ სხვა ინფექციები. ეკატერინე ტიკარაძის სკანდალური განცხადებით საგამოძიებო უწყება ჯერ არ დაინტერესებულა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საქართველოს გაუმართავ ჯანდაცვის სისტემაში კიდევ ერთი უზარმაზარი ბზარია.
უცხოელი ექსპერტები ოფიციალურ დოკუმენტში წერენ, რომ ქვეყნის კლინიკებში შიდა ინფექციების გავრცელების კონტროლი არ არის საკმარისად კარგი და ხშირ შემთხვევაში პაციენტები არა კოვიდით, არამედ სხვა დაავადებით იღუპებიან.
მედიკოსები და კოვიდმიმღები ცენტრების მენეჯერები ბრალდებების უარყოფას ცდილობენ. ჯანდაცვის ძველი მინისტრი პოსტიდან წავიდა, ახალი კი ვითარებაში ჯერ ვერ გარკვეულა