გურიის მოამბე

მიხეილ სააკაშვილი – რეჟიმს დაეძაბა ურთიერთობა მეზობლებთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან

კრიმინალურ რეჟიმს უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა, არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ უშუალოდ მეზობლებთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
სომხეთს კობახიძე სთხოვს ქართული NGO-ების ფეხის ამოკვეთას ერევნიდან (რომელიც ახლა ქართველებით გაივსო, ვინაიდან რაც ადრე დასავლური ფულით კონფერენციები იმართებოდა საქართველოში, ახლა ყველა ერევანშია გადატანილი) და მათი ანგარიშების დახურვას.
ფაშინიანის მთავრობა პასუხობს, რომ სომხეთში აგენტების კანონი არ არსებობს და არც იგეგმება და არანაირი საფუძველი არ არსებობს ქართველების თავისუფლების შეზღუდვის. თავის მხრივ კობახიძე ერევანს ემუქრება ტვირთების გადაადგილების შეზღუდვებით.
ამასობაში თბილისმა უკვე შეუქმნა ტვირთების გადაადგილების პრობლემა აზერბაიჯანს. აზერბაიჯანული გამოცემები ამაში სამართლიანად ხედავენ რუსეთის დავალებას. რუსები კიევში აზერბაიჯანის საელჩოს ბომბავენ და აქ კი თავისი მარიონეტების ხელით უქმნიან კომუნიკაციებზე პრობლემას, როგორც ჩანს ის რასაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები წერენ, ასევე ასახავს ოფიციალური ბაქოს სამართლიან გულის-წყრომას.
მოკლედ ამ ერთუჯრედიანმა მავნებლებმა ყველას გადაგვკიდეს.
წერს პატიმრობაში მყოდი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights