რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულა რაოდენობა დგინდება.
„დღეს რასისტულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის შუაგულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბების შეფასება. ” ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დაბომბვის შემდეგ განადგურდა დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი, დაინგრა შენობაში მდებარე თავშესაფრის შესასვლელი.