გურიის მოამბე

ნინო ლომჯარია BBC-ის გამოძიებაზე: უმძიმესი ბრალდებაა, თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს “ოცნების“ აბსოლუტურ გარიყულობას

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, BBC-ის გამოძიება თუ დადასტურდება, ეს “ქართული ოცნებისთვის“ აბსოლუტური გარიყულობის მიზეზი გახდება.

ლომჯარიას თქმით, “საერთაშორისო დანაშაულში ეჭვმიტანილებთან ურთიერთობა არავის ესიამოვნება, არც დასავალეთშ და არც იმ ქვეყნებში, სადაც მთლად დასავლური დემოკრატია არ არის.“

,,უმძიმესი ბრალდებაა. თუ დადასტურდება აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენება სამოქალაქო პირების მიმართ,  ეს უკვე არის საერთაშორისო დანაშაული.

ეს დაემატება კიდევ უკვე სხვა ჩადენილ დანაშაულებებსაც, იმიტომ რომ დავანებოთ წყლის ჭავლს, წამება იყო სისტემური და ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ანუ საშინელი სიტყვაა, ჯერ წამება და შემდეგ სისტემური წამება. ანუ ამას დაემატება სხვა ტიპის დანაშაულების და ეს შეიკვრება, ამიტომ მხოლოდ წყლის ჭავზე არ არის საუბარი, ხომ? ჩვენ ვნახეთ იქ სისტემური წამება.

 ეს ნიშნავს მათ კიდევ უფრო, როგორ გითხრათ, აი, იზოლაციასაც აღარ ვამბობ,  ანუ აბსოლუტურ გარიყულობას, დასავლური, არა მარტო დასავლური, შეიძლება რაღაცა ქვეყნები არ იყვნენ მთლად რაღაც დასავლური დემოკრატია, მაგრამ აი, საერთაშორისო დანაშაულში ეჭვმიტანილი სისტემის მიმართ, ან მათაც არ შეიძლება არ ჰქონდათ სურვილი დიდად რომ ჰქონდეთ რაღაცა არ ვიცი კონტაქტები და ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, ანუ ერთია რომ ყველა ქვეყანაში შეიძლება მეტ-ნაკლებად ვიღაცა ზარალდება აქციების დროს, ვიღაცას სცემენ, ვიღაცას იჭერენ, ავტორიტარულ ქვეყნებში უფრო მძიმედ და მასიურად და დემოკრატიულ ქვეყნებში არის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ როდესაც საერთაშორისო დანაშაულს აღწევს შენი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული შენივე ძალა, სისტემური წამების სახით, საეჭვო ქიმიური ნივთიერებებით ძალის გადამეტებით, არაპროპორციულად აი, ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, ეს უკვე არის საერთაშორისო დანაშაული და  საერთაშორისო დანაშულში ეჭვმიტანილებთან ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ, ავტორიტარულ რეჟიმებსაც დიდად არ ესიამოვნებათ, – განაცხადა ლომჯარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights