გურიის მოამბე

,,კარგად დაიწყო, მაგრამ” – ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

“ქართული ოცნება” უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.

“კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები” – ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში.

განსაკუთრებით უკმაყოფილო ამერიკის პრეზიდენტით ირაკლი ზარქუა ჩანს.

,,დიფ სთეითის დამარცხების მცდელობა აქვს, ფაქტია უჭირს. რა გითხრათ, თავიდან დიდი შემართებით დაიწყო, ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში, თითქოს ცოტა შეფერხდა. არ ვიცი, ეს რეალური ბრძოლაა, თუ რებრენდინგი მიდის, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ…”- ამბობს ზარქუა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights