გურიის მოამბე

დოროთე ყურაშვილი მღვდელთმოქმედების შეჩერებაზე: მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მღვდელმსახურების შეჩერების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, საპარტიარქოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მას სახელი გაუფუჭონ და ერს უთხრან, რომ ის ეკლესიის მტერია.

მამა დოროთე აღნიშნავს, რომ ის კვლავ მღვდელია, კვლავ არქიმანდრიტია და “სახელგაფუჭებული ჯაღმაიძე მას სახელს ვერ გაუფუჭებს”.

,,რაზე უნდა მივიდე, ამაზე ვიყავი დაბარებული, დაბარებული ვიყავი რომ გაერკვიათ და იმათ წინსწრებით გადაწყვიტეს, რომ მე დავესაჯე და რა მოხდა მართლა ვერ ვამბობ, ვერ ვიტყვი, თუმცა ამათი უკანონობა, უსინდისობა და უტიფრობა საზღვრებს მიღმაა, არაფერს არ ექვემდებარება. 

პარაკლისის ჩატარება ახლა ამათთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად ერს ჩაათვლევინონ, რომ მე ეკლესიის მტერი ვარ და ეკლესიიდან განკვეთილი ვარ, მღვდელი არ ვარ, თუმცა მღვდელი ვარ და არქიმანდრიტი ვარ. ჩემი დაჭერით, ან რაღაცით, რომ ვინმე არ აღშფოთდეს იმიტომ, რომ წინასწარ მიფუჭებენ სახელს, მაგრამ სახელგაფუჭებული ჯაღმაიძე მე სახელს როგორ გამიფუჭებს,” – განაცხადა მამა დოროთემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights