გურიის მოამბე

ცეცხლაძე: არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ

,,არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ” – რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს მოძრაობა დაფიონი ავრცელებს.

“მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემს ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი.

ჩემი ქმედებები კი, არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება).

ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება.

შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის” – წერს ცეცხლაძე. მას რეჟიმმა სექტემბერში 2 წლით და 6 თვით თავისუფლება მიუსაჯა “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights