გურიის მოამბე

გამოქვეყნდა გასაიდუმლოებული სტენოგრამა, რომელიც ასახავს 2001 და 2008 წლებში პუტინისა და ბუშის საუბრის დეტალებს

დამატებითი გასაიდუმლოებული 2001 წლით დათარიღებული სტენოგრამის ახალი დეტალები, რა დროსაც პრეზიდენტ ბუშთან საუბრისას ვლადიმერ პუტინი შეეხო კავკასიის ბედსაც—-👇
🟨 ჯორჯ ბუშთან 2001 წლის კერძო შეხვედრისას, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა აღწერა, როგორც ნებაყოფლობითი პროცესი, რომელმაც რუსეთი დასუსტებული და დაუცველი დატოვა.
📌 „რა მოხდა სინამდვილეში?“ — იკითხა პუტინმა და აღნიშნა, რომ საბჭოთა „კეთილმა ნებამ შეცვალა სამყარო“ და რუსეთმა „ნებაყოფლობით დათმო ათასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია — რაც გაუგონარი რამაა“. მან მიუთითა უკრაინაზე, ყაზახეთსა და კავკასიაზე, როგორც მიწებზე, რომლებიც პარტიულმა ლიდერებმა დათმეს…
რუსეთის პრეიდენტი : “მოხარული ვარ მივიღო ურთიერთობების უფრო ფართო ჩარჩო. ჩვენს ურთიერთობებში პატიოსნება უნდა არსებობდეს. მე პოპულარული ვარ რუსეთში და გეტყვით რატომაც: იმიტომ, რომ ხალხთან კავშირზე ვარ.
ხალხი რუსეთში თავს მოტყუებულად გრძნობს იმ ფართომასშტაბიანი ცვლილებებით, რომლებმაც მეტი თავისუფლება მოიტანა, თუმცა ამით ვერ სარგებლობენ. არა მხოლოდ ღარიბები, არამედ ელიტაც იმედგაცრუებული”.
📌 “რა მოხდა სინამდვილეში? საბჭოთა კეთილმა ნებამ შეცვალა სამყარო, ნებაყოფლობით და რუსებმა დათმეს ათასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, ნებაყოფლობით. გაუგონარი რამაა. უკრაინა, რომელიც საუკუნეების მანძილზე რუსეთის ნაწილი იყო, გაჩუქდა. ყაზახეთი — გაჩუქდა. კავკასიაც ასევე. წარმოუდგენელია და ეს პარტიულმა ბოსებმა გააკეთეს”.
❗️❗️❗️ საინტერესოა, რომ ამ ადრეულ ჩანაწერებში უკვე მკაფიოდ ჩანს პუტინის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ… პუტინი ამ საუბარშიც საქართველოს განიხილავს საბჭოთა კავშირად , რომლის სამართალმემკვიდრეც მისი აზრით, დღევანდელი ფორმაციის რუსეთია…
ასევე გამოქვეყნდა პუტინისა და ბუშის გასაიდუმლოებული სტენოგრამა, რომელიც ასახავს 2008 წელს უკრაინის ( ასევე საქართველოს) ნატოში გაწევრიანების კრიტიკულად მიუღებელ საკითხს მოსკოვისთვის , კომუნიკაცია ბუქარესტის სამიტამდე შედგა—-👇
🇺🇦 2008 წლის შეხვედრის დღეს გასაჯაროებულ ტრანსკრიპტებში ვლადიმერ პუტინი მკაცრად აფრთხილებს ჯორჯ ბუშსა და კონდოლიზა რაისს: “უკრაინის ნატოში მიღება რუსეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციის გარანტია იქნება”.
🔵 პუტინი: კარგი. “ახლა მსურს გავიმეორო ის, რაც მოსკოვში კონდის (კონდოლიზა რაისს) და რობერტ გეითსს ვუთხარი ნატოს გაფართოების შესახებ. ეს თქვენთვის ახალი არ იქნება და პასუხსაც არ დაველოდები; უბრალოდ მინდა ეს ხმამაღლა ვთქვა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის მსგავსი ( საქართველოსაც გულისხმობს) ქვეყნის ნატოში გაწევრიანება შექმნის გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტის ველს თქვენთვის და ჩვენთვის, გრძელვადიან კონფრონტაციას.
🟥 პრეზიდენტი ბუში: რატომ?
🔹 პუტინი: “უკრაინაში 17 მილიონი რუსი ცხოვრობს — მოსახლეობის მესამედი. უკრაინა ძალიან რთული სახელმწიფოა. ეს არ არის ერი, რომელიც ბუნებრივი გზით ჩამოყალიბდა. ეს არის ხელოვნური ქვეყანა, რომელიც საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინამ მიიღო ტერიტორიები პოლონეთისგან, რუმინეთისგან და უნგრეთისგან — ეს არის პრაქტიკულად მთელი დასავლეთ უკრაინა. 1920-იან და 1930-იან წლებში უკრაინამ მიიღო ტერიტორიები რუსეთისგან — ეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილია. 1954 წელს ყირიმის ნახევარკუნძული გადაეცა უკრაინას”.
📌 “ეს არის საკმაოდ დიდი ევროპული ქვეყანა, რომელიც 45 მილიონიანი მოსახლეობით შეიქმნა. ის დასახლებულია ადამიანებით, რომლებსაც ძალიან განსხვავებული აზროვნება აქვთ. თუ დასავლეთ უკრაინაში წახვალთ, ნახავთ სოფლებს, სადაც ერთადერთი სალაპარაკო ენა უნგრულია და ხალხს სპეციფიკური ქუდები ახურავთ. აღმოსავლეთში კი ადამიანებს აცვიათ პიჯაკები, ჰალსტუხები და დიდი ქუდები. უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ ნატო აღიქმება, როგორც მტრული ორგანიზაცია”.
📌 “ეს ქმნის შემდეგ პრობლემებს რუსეთისთვის: ქმნის რუსეთის სიახლოვეს სამხედრო ბაზებისა და ახალი სამხედრო სისტემების განლაგების საფრთხეს. ეს ჩვენთვის გაურკვევლობასა და საფრთხეებს ქმნის. უკრაინაში ნატოს საწინააღმდეგო ძალებზე დაყრდნობით, რუსეთი იმუშავებს იმაზე, რომ ნატოს გაფართოების შესაძლებლობა წაართვას. რუსეთი იქ მუდმივად შექმნის პრობლემებს. რისთვის? რა აზრი აქვს უკრაინის ნატოში წევრობას? რა სარგებელია ამაში ნატოსთვის და აშშ-ისთვის? ამის მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება არსებობდეს და ეს იქნება დასავლურ სამყაროში უკრაინის სტატუსის განმტკიცება — ასეთი იქნებოდა ლოგიკა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ლოგიკაა; უბრალოდ ვცდილობ გავიაზრო. ნატოში გაწევრიანებაზე მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილის განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებით, ქვეყანა შეიძლება უბრალოდ დაიშალოს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არსებობს გარკვეული პროდასავლური ნაწილი და გარკვეული პრორუსული ნაწილი. ახლა იქ ძალაუფლებას პროდასავლური ლიდერები ფლობენ. როგორც კი ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, თავადვე დაიყვნენ.
📌 “პოლიტიკური აქტივობა იქ სრულად ასახავს მოსახლეობის განწყობებს. იქ საკითხი ნატოში გაწევრიანება კი არ არის, არამედ უკრაინის თვითმყოფადობის (თვითკმარობის) უზრუნველყოფაა. ასევე, მათი ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს.
მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი ნატოს წინააღმდეგია. კონდიმ მითხრა, რომ სლოვაკეთსა და ხორვატიაში მოსახლეობა თავიდან წინააღმდეგი იყო, ახლა კი მომხრეა. რის წინააღმდეგიც ჩვენ ვართ, არის უკრაინის გაწევრიანება ნატოში.”
გამოქვეყნდა გასაიდუმლოებული სტენოგრამა, რომელიც ასახავს 2001 და 2008 წლებში ვლადიმერ პუტინისა და ჯორჯ ბუშის საუბრის მნიშველოვან დეტალებს—-👇
🇮🇷☢️ ტრანსკრიპტები აჩვენებს ვლადიმერ პუტინის პირდაპირ საუბრებს ჯორჯ ბუშთან და კონდოლიზა რაისთან ირანის ბირთვულ ამბიციებსა და რუსეთის როლზე.
🔵პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი შეზღუდავს დახმარებას:
„მე შევზღუდავ სარაკეტო ტექნოლოგიების გადაცემას ირანისთვის.“
იგი ამტკიცებს, რომ თეირანმა არ უნდა გაამდიდროს ურანი, თუ მას ბირთვული საწვავით მომარაგებენ:
🔹 „აი საწვავი, შესაბამისად, გამდიდრება არ გჭირდებათ. თუ ამას მაინც აკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არა სამოქალაქო ბირთვული ენერგია, არამედ მეტი გსურთ.“
ირანის განზრახვების შესახებ:
„ეჭვგარეშეა, რომ მათ ბირთვული იარაღი სურთ.“ – ამბობს პუტინი.
🔹 ბუში აქებს პუტინის გავლენასა და ჩართულობას: „მან აიღო ლიდერობა ირანის საკითხზე, მე კი მას მივყევი. ეს სწორი ნაბიჯი იყო”
▪️ რუსული S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვასა და ზეწოლის ტაქტიკაზე საუბრისას ტონი უხეში ხდება:
🔹 „ისინი გიჟები არიან.“ -ამბობს ბუში, რომელსაც თავის მხრივ პუტინიც ეთანხმება-
„სავსებით შეშლილები არიან.“
🟦 თუმცა, ირანში ვიზიტის შემდეგ პუტინი ამატებს მნიშვნელოვან შენიშვნას:
„ისინი შეიძლება გიჟები იყვნენ თავიანთ იდეოლოგიაში, მაგრამ ინტელექტუალები არიან… ისინი არ არიან პრიმიტიული ხალხი.“
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights