ცნობილი ოზურგეთელი ექიმი (ქირურგი), ლეო (ლეონიდე) თოიძე, დღეს, ქალაქ ბათუმის ერთ ერთ კლინიკაში გარდაიცვალა
სადაც ის, მწვავე გულის შეტევის გამო, წუხელ გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ლეო თოიძე წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის რაიცენტრალურ საავადმყოფოში და შემდგომ “მედალფას” ოზურგეთის კლინიკურ ცენტრში.
იყო ოზურგეთის საპატიო მოქალაქე.
ის თოიძეების ოჯახის, ცნობილი წარმომადგენელი იყო, მამა – ნესტორ თოიძე ასევე წლების განმავლობაში ცნობილი ქირურგი იყო, ხოლო მისი შვილი, ნესტორ თოიძე, ასევე ექიმი, დღეს ოზურგეთის “მედალფას” ცენტრში მოღვაწეობს.
მამაშვილმა თოიძეებმა, უდიდესი წვლილი შეიტანეს, ოზურგეთში, დაავადებათა უპირატესად ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდების დანერგვასა და განვითარებაში.
“გურიის მოამბე” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის მეუღლეს – ციცო ჩანტლაძეს და ოჯახს.








