მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ განაცხადა სხაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„2 669 კითხვა, 3 600 გვერდი, 30 დღე – საქართველოს მიერ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაღებული ღვაწლი, შრომა და ბრძოლა ევროპაში დამსახურებული ადგილისთვის, შედგენილი საქართველოს ათასობით თავდადებული საჯარო მოხელის მიერ. მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა “ტვიტერზე”.