რუსი დიპლომატები და საკონსულოს თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ

რუსი დიპლომატები და საელჩოს თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ – ამის შესახებ ინფორმაციას “РИА Новости” წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

“უკრაინის მოქალაქეების განცხადებების მიხედვით, უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა დაიწყეს რუსეთში გამგზავრება. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა საკონსულოსა და საელჩოში შეხვედრის დროს”, – განაცხადა მან.

გამოცემა წერს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნების მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ “მოსკოვმა გადაწყვიტა, იმავე გზით წავიდეს“.

გაზეთი Politico -ს ცნობით კი, გუშინ ჯო ბაიდენმა უთხრა სხვა დასავლელ ლიდერებს, რომ “რუსეთი  შეტევას დაიწყებს უკვე 16 თებერვალს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share