რუსმა ოკუპანტებმა დონბასში უკრაინელი ჯარისკაცი დაჭრეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარასკევს 11 თებერვალს რუსებმა მცირე ზომის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, ასევე გამოიყენეს ხელყუმბარა და უპილოტო საფრენი აპარატები.
“მტრის მოქმედების შედეგად, დაიჭრა უკრაინის ერთი სამხედრო მოსამსახურე. ჯარისკაცი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
გამოცემის ცნობით, მთლიანობაში, დღის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამი დარღვევა დააფიქსირა.