რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს საზღვარგარეთ გასაყიდად – ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერს.
“რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორის სრუტეში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის იღბალი არ მოუტანია.” წერს კულება ტვიტერზე.