სააკაშვილისგან წერილებს ისევ ვიღებ, პირადული მოკითხვებია, არაფერი პოლიტიკური – ლევან ხებეიშვილი

რა მიაჩნია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალ თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ყველაზე რეალურ გზად? – ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამისთვის ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული.

ყველაზე რეალური გზა არის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც მოუწევს სავარაუდოდ, ან შეიძლება, არ მოუწიოს. საუკეთესო საშუალებაა ხალხის აქტიურობა. მეც, თქვენც და ქართველ ხალხსაც საუკეთესო გვაქვს ჩვენი აქტიურობა. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დერუსეთიზაციისთვის. ბრძოლა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს, ქვეყანა რუსებს არ ჩააბარონ, ევროკავშირის სტატუსა ათწლეულების მანძილზე არ გადაიწიოს. ერთადერთი გამოსავალია, ხალხის მობილიზება”- თქვა ლევან ხაბეიშვილმა ეკა მიშველაძესთან ინტერვიუში. 

კითხაზე, როდის ნახა ბოლოს მიხეილ სააკაშვილი, ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზაფხულში, აგვისტოში მოინახულა. (ამჯერად მიხეილ სააკაშვილის მნახველებზე შეზღუდვებია დაწესებული)

საარჩევნო პროცესში ამას (მონახულებას) არ ვიკადრებდ, მაშინვე აღიქმეოდა, იყო შესული და პირობითად ეს თანხმობის ნიშანია. ეს ნორმალური საქციელი არ იქნებოდა”- თქვა მან. 

რაც შეეხება წერილებს, ხებეიშვილის თქმით, მილოცვის გარდა, ის მესამე პრეზიდენტისგან სხვა და სხვა შინაარსის წერილებს იღებს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წერილებში მხოლოდ პირადული მოკითხვებია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share