ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი იცით? როცა ნიკა მანქანაში ჩასვეს და მსხვერპლი არ იყო – ამბობს ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია “მთავარი აქცენტების” პირდაპირ ეთერში საუბრისას და მისი შვილის დაკავების დილას იხსენებს.
“ყოჩაღ ყველას ვინც იქ იყო და ხელი არ აღმართა ამ წითელ გვარდიელებზე. დედის საფლავს გეფიცებით, შვილი კი არ მადარდებდა როცა ვუყურებდი კიბეებზე რომ მიცოცავდნენ ეს წითელგვარდიელები, ვფიქრობდი ვინმე არ დაიღუპოს, ვინმე არ დასახიჩრდეს იმიტომ, რომ ნიკა მერე ვერ გადაიტანს იმას რომ მის გამო ვინმე დაიღუპა, ან დასახიჩრდა – ამბობს ანზორ მელია.”