„დედოფლის ახირება“ – გურული ზღაპარი “გრიმების ბიბლიოთეკიდან”
.
ერთი ქვეყნის ხელმწიფეს მისმა დედოფალმა სთხოვა ყველანაირი ფრინველის ძვლებისაგან მისთვის სასახლე აეშენებია. მეფემაც ბრძანა ფრინველების დაჭერა და მშენებლობაც დაიწყო. მოყავდათ ფრინველები კლავდნენ, ბრდღვნიდნენ, ძვლებს აცლიდნენ და სასახლის მშენებლობაც წინ მიდიოდა.
.
კედლები უკვე თითქმის ამოყვანილი იყო, როცა გაირკვა რომ ბეღურის ძვალი არ ჰქონდათ და ვინაიდან ყველანაირი ფრინველის ძვლით იყო ნაბრძანები სასასახლის აშენება, ამის შესახებ მეფეს აცნობეს. მეფემაც ბრძანა დაუყოვნებლივ მისთვის მიეგვარათ ურჩი ბეღურა. დაიწყეს ძებნა და როგორც იქნა რის ვაივაგლახით ბეღურაც დაიჭირეს და მეფეს წარუდგინეს. მეფემაც ჰკითხა სად დაიკარგე და ჩემი ბრძანებაზე ურჩობა, როგორ გაბედეო. ბეღურამაც უპასუხა – „დიდო ხელმწიფევ! მთელს შენს სამეფოში დავფრინავდი, კაცებსა და ქალებს ვითვლიდიო. საუბდუროდ ისე აღმოჩნდა რომ სამეფოში ორჯერ მეტი ქალია ვიდრე კაციო.“
.
განრისხდა მეფე, რადგანაც ბეღურას ნათქვამი უსირცხვილო ტყიულად ჩათვალა და ჩიტის დასჯა ბრძანა, თუმცა ბეღურა იმის მეტად რაღა უნდა დაესაჯათ რაც ისედაც ელოდა და მეფეს უთხრა – „ხელმწიფეთა ხელმწიფევ! ეტყობა მე იმ წესით არ დამითვლია როგორადაც თქვენ გყავთ დათვლილიო“ – „შენ როგორღა დათვალეო“ ჰკითხა ხელმწიფემ, — „ყველა ის კაცი, რომელიც მისი ცოლის ახირებებს არის აყოლილი დედაბერ ქალად დავთვალეო“.
.
ამგვარად ბეღურამ ხელმწიფეს მოახსენა, რომ თავადაც უნაყოფო დედაბერი ქალივით იყო, რადგან აღარც გონება უჭრიდა და მისივე უძლურების გამო თანახმა იყო შეესრულებინა ცოლის ყველა სულელური ახირება.
.
– გრიმების ბიბლიოთეკა. მარჯორი უორდროპი – ქართული ხალხური ზღაპრები – გურული ხალხური ზღაპრები (ლონდონი 1894)
– Grimm Library – Marjory Wardrop Georgian Folk-Tales – Gurian folk tales (London 1894)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








