გურიის მოამბე

პოეტი ქალი ვომინისა (ფომინისია) ბერიძე

პოეტი ქალი ვომინისა (ფომინისია) ბერიძე
.
1627-1654 წლებში საქართველოში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდა სწავლული აღმოსავლეთმცოდნე დონ კრისტოფორო დე კასტელი, რომლის ჩანახატებში არის პოეტი ვომინა ბერიძე, ასევე არის მასთან დაკავშირებული შემდეგი ჩანაწერი:
.
„ეს ქალბატონი დედობას მიწევდა. ბევრი მოწყალება მომცა. მრავალ შემთხვევაში ხელი შემიწყო. ჩვენი მწერალი იყო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი წერილის მიწერა გვინდოდა მეფესთან, დედოფალთან, აგრეთვე სხვასთანაც, სადაც წყალობით ვცხოვრობდით.

ამ ქალბატონის სახლში მოვნათლე ათი ბავშვი. კეთილშობილი გურიის თავადის მეუღლე პოეტი ვომინიჯა ბერიქე, დიდად ნიჭიერი და სხვადასხვა სათნოებით სახელგანთქმული.“
.
– დონ კრისტოფორო დე კასტელი – ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ (1976)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights