„მამის წინასწარმეტყველება“ – გურული ხალხური ზღაპარი
.
ერთი კაცი თავის შვილს გამუდმებით საყვედურობდა და ეუბნებოდა რომ მისგან კარგი კაცი არ დადგებოდა. ბიჭს მობეზრდა საყვედურები და სახლიდან გაიქცა და ათი წლის განმავლობაში იმდენი შესძლო, რომ ფაშა გახდა. დანიშნეს თუ არა ფაშად გზაზე მიმავალმა როდესაც მამამისის სოფლიდან ოცი მილის მოშორებით იყო თავის მცველ „ბაში ბუზუკებს“ მისი მოყვანა უბრძანა: „წადით ამა და ამ სოფელში, დაატყვევეთ ესა და ეს კაცი და აქ მომგვარეთო“. წავიდნენ „ბაში ბუზუკები“ მიადგნენ ღამით ავადმყოფ მოხუცს, გამოათრიეს საწოლიდან და ფაშას მიჰგვარეს, როცა მოხუცი მიუყვანეს ფაშამ რაც შეეძლო სიმაღლეზე გაიჭიმა და მოხუცს უბრძანა, სახეში შეეხედა, შემდეგ ჰკითხა: „მიცანი?“ მოხუცმა შეხედა და მიაპყრო და წამოიძახა: „ფაშა! შენ ჩემი შვილი ხარ“.
.
„ბავშვობაში ხომ მეუბნებოდი შენგან კაცი არ დადგებაო! აბა ახლა შემომხედე და თქვი ახდა თუ არა შენი წინასწარმეტყველებაო“ უთხრა ფაშამ მამას და თავის ეპოლეტებზე მიუთითა.
.
„ვცდებოდი? შენ კაცი კი არა უბრალოდ ფაშა გამხდარხარ. ის ვისაც კაცი ქვია ავადმყოფ მამას მასთან ასე მოათრევინებს თავის მსახურებს? ფაშა გახდი და კაცად მაინც ვერ გამოხვედიო“ უთრხრა მამამ.
.
– გრიმების ბიბლიოთეკა. მარჯორი უორდროპი – ქართული ხალხური ზღაპრები – გურული ხალხური ზღაპრები
– Grimm Library – Marjory Wardrop Georgian Folk-Tales – Gurian folk tales (London 1894)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








