იაკობ რაინეგსის ცნობები გურიისა და აჭარის შესახებ
.
კურიის (Quria, Quriel, Quel, – ასეთი ფორმითაც მოიხსენიება გერმანულ წყაროებში) ყველა მთავარს იბერიის მეფე ამკიცებს, რომელიც მმართველობის დაკავებისთანავე იღებს სახელს კურიელი; მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო კურიისათვის შემოერთებინა მთებში მცხოვრები დამოუკიდებელი ხალხების მოსსის და ცოანის ქვეყნები (mossischen oder tsoanischen, სავარაუდოდ მესხეთი და ჭანეთი), რომლებიც გარკვეული დროის წინ გამოეყო კურიას. ადრე ეს ტერიტორიები ეკუთვნოდა იბერიელ დიდგვაროვანს მოჯაველის (ან მოჩაველი – Modschaweli), რომელმაც როცა ხელსაყრელი დრო ნახა აჯანყდა და დამოუკიდებლობა მოიპოვა.
.
რადგან ამ მეამბოხესა და მისი შთამომავლებისგან არაფერი დარჩა, ამ მთიელ ხალხს დღემდე ხშირად მოჯაველის სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ ისინი დაშლილნი არიან სხვადასხვა ტომად და მათ თავიანთი ინდივიდუალური სახელები აქვთ. პირველი ტომი საკუთარ თავს ცაკის (Tsaqui) უწოდებს, ისინი ცხოვრობენ მდინარე ხანისწყლის (Ghanistskali) სათვეებთან იბერიის საზღვრიდან ჩრდილოეთით და გურიის საზღვრიდან აღმოსავლეთით, იმ ტომის ახლოს რომელსაც ცგარას ან აცგარას (Tsgara oder Atsgara) უწოდებენ. ეს ტომი უფრო დასავლეთით ვრცელდება მდინარე ბახვის (პაგვუის Paghwui) სათავესთან და სამხრეთ-დასავლეთით მძლავრი მდინარის ჭოროხის (Tschoroghi) სათავემდე, რომელზეც ბათუმისკენ შემობრუნებამდე ცხოვრობს ჭანეთის ტომი, რომელიც სწორედ ამ მდინარით არის გამოყოფილი ლაზების დანარჩენი ტომისგან.
.
ამ სამი ტომის ცაკის, ცგარას და ჭანების მოსახლეობა სავარაუდოდ შვიდი ათას ოჯახს ითვლის, ისინი ადრე ქრისტიანები იყვნენ და დღემდე იბერიულ ენაზე საუბრობენ; გარდა ლაზებისა, რომლებმაც მეგრული ენა შეინარჩუნეს.
.
ამ მთიელთა მოხერხებულმა საცხოვრებელმა ადგილმა და უხვმა მოსავალმა, რომელსაც ნაყოფიერი ნიადაგი იძლევა ამ ტომების მნიშვნელოვან წარმომადგენელთა გონება განაწყო აჯანყებისაკენ, რაც მათში გააღვიძა იბერიის მბრძანებელის უსაზღვრო სიხარბემ.
.
ამ ტომებმა, გარკვეული დროის განმავლობაში მამაცური წინააღმდეგობის შემდეგ, მიაღწიეს სრულ, დამოუკიდებელ და დაუოკებელ თავისუფლებას. შემდგომში მათ მუჰამედის სწავლებები ასწავლეს; თუმცა ისინი არასდროს დაემორჩილნენ დიდი მბრძანებელს, არამედ, როგორც ჭეშმარიტი მუსლიმები ყოველგვარი დარდის გარეშე ძარცვავდნენ თურქებსაც კი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მეზობელს. კურია სულ უფრო მეტად ნადგურდება მათგან; მხოლოდ იბერიის მიმართ არიან ისინი უფრო მეგობრულები, რადგან მეფე სოლომონმა რამდენჯერმე მკაცრად დასაჯა ისინი, თუმცა მან ისინი ვერ დაიპყრო.
.
– Jacob Reineggs – Allgemeine historisch topographische Beschreibung Des kaukasus (1797)
– მხატვარი ალექსანდრე ეისნერი

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








