ნატანებიდან ოზურგეთამდე – აჯანყებული და თავისუფალი გურია
.
ნატანების სადგურზე მატარებლიდან ჩამოვედით, ეტლი დავიქირავეთ და ოზურგეთისაკენ გავემგზავრეთ. როგორც კი რკინიგზის სადგური დავტოვეთ დაპატიმრების საფრთხის განცდაც დასრულდა, რადგან ახლა თავისუფალ გურიაში ვიყავით, სადაც რუსული ორდერი აღარ მოქმედებს, ჟანდარმები, პოლიცმეისტერები და მსგავსი მისი უდიდებულესობები კი მხოლოდ ამაოებაა. უკვე ღამეა და წინ გრძელი გზა გველის, გზა კი რუსული, ანუ ძალიან ცუდია…
.
გზის ორივე მხარეს მარცვლეულისა და მაღალი ბალახის ველებია, სიბნელეში ხანდახან ხეების კორომები და მცირე ტყეები ჩნდება. შეგვხვდა ადგილობრივ მცხოვრებთა რამდენიმე ურემი, ასევე იშვიათად ფეხით და ცხენზე ამხედრებული გლეხი. ხშირად ვჩერდებით გზისპირა მოსაცდელებსა და ქოხებში, რათა ცხენები დავასვენოთ და ჩვენი კი ალკოჰოლური სასმელებით მოვმაგრდეთ.
.
„რამე გაქვთ წამოღებული?“ მეკითხება ერთ-ერთი ჩემი თანამგზავრი. ეს „რამე“ რევოლვერი ყოფილა და იმ ფაქტმა, რომ მე ის არ მქონდა გაკვირვება გამოიწვია. მთელი კავკასია ისე მოვიარე, რომ ტროსტისა და ქოლგის გარდა სხვა იარაღი არ მქონია და თანაც ეს ტროსტიც სადღაც დავკარგე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იარაღი არასდროს დამჭირვებია, როდესაც ადგილბრივები ერთმანეთის ყელის გამოღადვრით არიან დაკავებულნი, მათ უცხოელებისათვის დრო აღარ რჩებათ და ერთი რასაც ცდილობენ ის არის, რომ საკუთარი სიმართლე გაანდონ რათა იმან „ამ სიმართლის შესახებ ევროპას ამცნოს“.
.
ოზურგეთში ჩასვლისას თერთმეტი საათი სრულდებოდა, სიბნელიდან ჩოხებში და რუსი სტუდენტების ბლუზებში გამოწყობილი იდუმალი ფიგურები გამოვიდნენ და ჩემს თანმხლებ პირებთან ჩურჩულით ესაუბრებიან. შემდეგ რამდენიმე სახლში გადაგვანაწილეს, რა დროსაც სტუმართმოყვარეობას ერთ ქართველ ვაჭრთან ვპოულობ, რომლის შვილებიც მგზნებარე რევოლუციონერები არიან.
.
P.S. ესაა ფრაგმენტი ლუიჯი ვილარის წიგნიდან, რომელიც ოზურგეთს 1905 წლის სექტემბერს სტუმრობდა.
.
– Luigi Villari (ლუიჯი ვილარი) – THE GURIAN “REPUBLIC” (fire and sword in the caucasus)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








