ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ამ წუთებში ოზურგეთი ლანჩხუთის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო მიმოსვლა შეჩერებულია
ამის შესახებ ინფორმაცია, “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა მოაწოდეს.
ინცინდენტი, ოზურგეთი ლესა ლანჩხუთის ავტომაგისტრალის, ბაილეთის მონაკვეთზე მოხდა-ავტომანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
უცნობია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღეს, ოზურგეთში ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ, ავტოსაგზაო გადაადგილებების შეფერხებები სხვადასხვა მიმართულებით გამოიწვია, ამ წუთებში ოზურგეთში ძლიერი წვიმა, ალაგ თოვლჭყაპით, და ქარია.








