ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მისი ძმის, არჩილ თალაკვაძის მითითებით, 150 ათას ლარი, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენ, ილა კეჭაყმაძეს, მისი კუთვნილი რესტორნის, “ილიკოს”, სამშენებლო სამუშაოებისათვის, ბიუჯეტიდან, გამოუყო.
მეტიც, როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა-თალაკვაძე, ბიუჯეტიდნ, 150 000 ათას ლარს, ილა კეჭაყმაძეს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან ურიცხავს.
ოზურგეთში ახალი რესტორანი „ილიკო“ იხსნება, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ეკუთვნის. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური და საეჭვო გარემოება: რესტორნის ეზოს დასაცავად საჭირო ჯებირი ხალხის ჯიბიდან, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა.საუბარია, დახლოებით, 150 000 ლარზე, რომელიც ამ ნაგებობის ასაშენებლად დაიხარჯა.
ყველაზე საინტერესო კი ის სქემაა, რომლითაც ეს ყველაფერი გაფორმდა: იმისათვის, რომ კერძო ბიზნესმენის ეზოში ჯებირი სახელმწიფო ფულით აშენებულიყო, სამუშაოები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებად“ მონათლეს.
ადგილზე არსებული რეალობა კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ძველ ჯებირს, რომელიც იქ მანამდე იდგა, არანაირი სტიქიის კვალი არ ეტყობოდა და ის მშვენიერ მდგომარეობაში იყო. მეტიც, ახალი მშენებლობის დაწყებისას, სპეციალურად დაშალეს, რომ მის ნაცვლად ბიუჯეტის ფულით ახალი აეშენებინათ.
ხელშეკრულება N338
სახელმწიფო შესყიდვის შესახებქ. ოზურგეთი 19 სექტემბერი 2025 წელიერთი მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის სახით (შემდგომში – შემსყიდველი),
მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1
საიდენტიფიკაციო კოდი: №237114635
ტელეფონის ნომერი: 0(496) 26 10 10; 577 477 317; E-Mail: meriaozurgeti2018@gmail.com
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი:
და მეორე მხრივ, შ.პ.ს. „მონოლითი 2020“, წარმოდგენილი დირექტორის, ასლან გელაძის სახით (შემდგომში – მომწოდებელი),
მისამართი: ხულო, სოფელი ღურტა მე-2-ე ქუჩა N18
საიდენტიფიკაციო კოდი: №448056923
ტელეფონის ნომერი:…………………….. E-Mail: aslangeladze2020@gmail.com
საბანკო რეკვიზიტები: სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE69BG 0000 0005 2519 0839

შემდგომში თითოეული ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის პირველი პუნქტის, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 4 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT250015091) შედეგების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1. შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესაბამისი CPV კოდი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. ოზურგეთში, ა. წერეთლის და თ. სახოკიას ქუჩის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები (შემდგომში – სამუშაო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის CPV კოდია: 45262620 – საყრდენი კედლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის CPV კოდია: 45262620 – საყრდენი კედლები.
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება
1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 148 996,87 (ასორმოცდარვაათასცხრაასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
2. დაფინანსების წყარო: „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხები.
2. დაფინანსების წყარო: „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხები.