ტროტუარის საქმეებზე პირველი პრეცედენტი შედგა. მოქალაქე რეზი დუმბაძე სამართალდარღვევად გამოაცხადეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე იდგა.
თუმცა, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა და ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეუფარდა. ამის შესახებ ცნობას თავად დუმბაძე და ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებენ.
შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ბოლოს შეტანილი ცვლილებებით, ხალხის სავალ ადგილას“ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი დაუთქვას. “ოცნების” რეპრესიული კანონი ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას (ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით), გამეორების შემთხვევაში კი – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
კანონის ამოქმედებიდან – 12 დეკემბრიდან ტროტუარზე დოგმისთვის არაერთ მოქალაქეს შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და სასამართლოში დაიბარეს.








