ერთის მხრივ გიორგი კობახიძის (ირაკლი კობახიძის მამა), მეორეს მხრივ, ვასილ ჩიგოგიძის კლანების დაპირისპირება – ოზურგეთში მომხდარი ცემა-ტყეპის მიზეზები.
წუხელ – ილა კეჭაყმაძის რესტორან “ილიკოში” ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლის ცემას თავისი პრეისტორია აქვს.მანამდე ვთქვათ, რომ პოლიციის მიერ ამ წუთამდე იძებნება მოსკოვში მოქმედი ჩოხატაურელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”, კახა ჩხიკვაძის შვილი, რომელსაც ბრალად ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით შარაშიძესთან ერთად პოლიციელის ცემა ედება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშიძემ პოლიციელი ამ “კანონიერი ქურდის” წარმომადგენლებთან ერთად, მათივე დახმარებით სცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მხარეს წარმოადგენენ ვასილ ჩიგოგიძის კლანი: პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე, ე.წ. “კანონიერი ქურდი” კახა ჩხიკვაძე, რომელიც მოსკოვში საქმიანობს და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე.
ხოლო მეორე მხარეს გიორგი კობახიძის (ირაკლი კობახიძის მამა) კლანი: თავად გიორგი კობახიძე, ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თავად ნაცემი პოლიციელი, რომელიც კუჭავას ახლო ნათესავია.
დეტალები თუ რატომ იჩხუბეს ოზურგეთში მეზობლებმა, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომელმა:
სუფრაზე შარაშიძე მივიდა პოლიციელთან და მის წინამორბედს, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას დედა შეაგინა და მოღალატე უწოდა, პოლიციელი
ჯინჭარაძე ირაკლი კუჭავას ახლო ნათესავია, საკრებულოს თავმჯდომარის გინებას, რომელსაც ის აგრძელებდა, სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით კი ფიზიკური შეხლა შემოხლა მოყვა.აქ საქმე გვაქვს ჩოხატაურის “ქართული ოცნების” კლანების დაპირისპირებასთან.
ჯინჭარაძე ირაკლი კუჭავას ახლო ნათესავია, საკრებულოს თავმჯდომარის გინებას, რომელსაც ის აგრძელებდა, სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით კი ფიზიკური შეხლა შემოხლა მოყვა.აქ საქმე გვაქვს ჩოხატაურის “ქართული ოცნების” კლანების დაპირისპირებასთან.წუხელ ოზურგეთში, რესტორან “ილიკოში” პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის თანაშემწის, გურიის ტროლების ფაბრიკის არაოფიციალური ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას შვილიშვილის ნათლობაზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი მეზობელი, ჩოხატაურელი პოლიციელი სცემა.
დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციელი, რომელსაც გამოძიებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, გადაყვანილია ექსპერტიზაზე. ძებნაშია ორი პირი.
წყაროს ცნობით, რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, ის, გასული, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდიდან მოდის, როცა მხარეები ერთმანეთს, ძალთა გადანაწილებისათვის ებრძოდნენ, საუბარია ჩოხატაურის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ადგილებზე.
ორთავე კლანი (მაშინ შარაშიძე მერი იყო, კუჭავა საკრებულოს თავმჯდომარე). ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებდნენ, თუმცა, ვასილ ჩიგოგიძის კლანმა იმ მიზეზით გაიმარჯვა, რომ გიორგი კობახიძის კლანმა, ამ ბრძოლაში კრიტიკული მედია გამოიყენა, რაც “ქოცთა სათავეში” წითელი ხაზების გადაკვეთად ჩათვალეს.
ის ფაქტი, რომ პოლიციელის ცემაზე ინდ მეწარმე გივი მათითაშვილი იძებნება-ბევრისმეტყველია, სწორედ მის მიერ ბიუჯეტიდან გახარჯულ , სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილ 300 ათას ლარს მოყვა თავის დროზე დაპირისპირება.








