გურიის მოამბე

პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს-საკრებულოს თავმჯდომარე კი დააკავეს

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, რომელიც რესტორან ილიკოში, პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის მეგობრის ვასილ ჩიგოგიძის თანაშემწის, გურიის ტროლების განყოფილების უფროსის, ნინო ლომჯარიას შვილისშვილის,- ნათლობაზე, ნათლიის რანგში იყო, პოლიციელის ცემისთვის დააკავეს
თავის მხრივ სამსახურიდან დაითხოვეს ინცინდენტში მონაწილე პოლიციელიც-ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომელი-ვინმე ჯინჭარაძე.
„გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
დეტალები
რატომ იჩხუბეს ოზურგეთში მეზობლებმა, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, და ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომელმა.
სუფრაზე შარაშიძე, მივიდა პოლიციელთან და მის წინამორბედს, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას დედა შეაგინა და მოღალატე უწოდა, პოლიციელი ჯინჭარაძე ირაკლი კუჭავას ახლო ნათესავია, საკრებულოს თავმჯდომარის გინებას, რომელსაც ის აგრძელებდა, სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით კი ფიზიკური შეხლა შემოხლა მოყვა-საქმე გვაქვს ჩოხატაურის “ქართული ოცნების” კლანების დაპირისპირებასთან.
წუხელ ოზურგეთში, რესტორან “ილიკოში” პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის თანაშემწის, გურიის ტროლების ფაბრიკის არაოფიციალური ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას შვილიშვილის ნათლობაზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი მეზობელი, ჩოხატაურელი პოლიციელი სცემა.
დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციელი, რომელსაც გამოძიებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, გადაყვანილია ექსპერტიზაზე.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights