მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურას მიმართავს და წერს, რომ ისინი 4 წელია იტყუებიან.
22 წლის ახალგაზრდის მშობელი პროტესტს აანონსებს.
- ,,მეოთხე წელია ჩვენთვის სულ ბნელა, ზეცაში სულ ვხედავ მოკაშკაშე ვარსკვლავს და როგორც ჩემს ბიჭს ისე ვეფერები მაგრამ ეს კმარა განა?!?! არა და არა!!!
საქართველოს პროკურატურა იფხიზლე!!!
პროტესტი?! კი ბატონო!!!
ოთხი წელია იტყუებით!!!” – წერს იზა ომაძე.
22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი, ან იკვეთებოდა თუ არა დაკავებულებთან აღნიშნულ საკითხზე ვინმეს მხრიდან კომუნიკაცია, პროკურორი თავის დროზე აცხადებდა, რომ გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა და ყველა ვერსიაზე მუშაობდა.








