“თქვენ უნდა იცხოვროთ იმ არჩევანით, რომელსაც აკეთებთ” – ზელენსკი ისრაელის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ ისრაელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა და დეპუტატებს ჰკითხა, თუ რატომ არ დაუწესა ქვეყანამ სანქციები რუსეთს.

ზელენსკიმ თქვა, რომ ისრაელს მსოფლიოში საუკეთესო თავდაცვა აქვს:

“თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, გადაარჩინეთ უკრაინელების სიცოცხლე…არჩევანი თქვენი გასაკეთებელია ძმებო და დებო და თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენი პასუხით”,თქვა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share