გურიის მოამბე

“ენმ”- ის პოლიტსაბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავას?-“რატომ? რა შეიცვალა? შევეგუეთ?”

როცა პირველად რუსული კანონი შემოიტანეს და პირველი მოსმენა ჩაინიშნა,გურიიდან სპეციალურად წამოვედი და იქ ვიყავი(პარლამენტის უკან)მერე უცებ გამოგვიცხადეს,რომ გადაიდოო და ხალხმაც ნელნელა დაშლა დაიწყო.არ დამავიწყდება მე და ზურა ჯაფარიძე შემოვრჩით საუბარში და თან, ვინაიდან გაძლიერებული საპოლიციო მობილიზება არ მოიხსნა,მიუხედავად დაანონსებული გადადებისა,ეჭვი შეგვეპარა,რომ გვაბოლებდნენ სინამდვილეში და მართალიც აღმოვჩნდით.როგორც კი ხალხი წასული დაიგულეს, უკან შემოაბრუნეს რუსული კანონი.
ხალხი ალბათ სახლებშიც ან/და დანიშნულების ადგილებზეც არ იქნებოდნენ მისულები ამ დროს.
დაახლოებით ორ-სამ საათში,როცა ყველამ ყველაფერი გაიგო და რუსულმა ოცნებამ რუსულად მოგვატყუა,ფეხი არ მომიცვლია იქედან და პარლამენტის წინ გადავედი რომ მენახა როგორ უპასუხა საზოგადოებამ ამ სამარცხვინო ტყუილს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – რუსთაველის გამზირი დაახლოებით რუსთაველის თეატრიდან კინომდე გადავსებული იყო,დაახლოებით კიდე ორ საათში საერთოდ ტევა აღარ იყო
მერე რა როგორც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს…!
ახლა რატომ გამახსენდა ეს?
დღეს გაცილებით უარესი კანონპროექტის პირველი მოსმენა იყო და აღარავინ იქ აღარ დამინახია, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის გარდა და სინდის პატიმრების მშობლების გარდა – მათ ჩემი 🙏🫶
რატომ?
რა შეიცვალა?
შევეგუეთ?
არა? და თუ არა,მაშ რას ნიშნავდა დღევანდელი დღის გატარება?მითუმეტეს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ,გაცილებით უფრო რეპრესიული კანონპროექტის განხლივის დროს, ასი კაცის იქ მისვლა?
ამაზე ყველა პროდასავლური ოპოპარტიის ლიდერებმა უნდა გაგვცეს პასუხი ჩემი პარტიით დაწყებული თინა ბოკუჩავა / Tina Bokuchava რას ვაკეთებდით უფრო მნიშვნელოვანს დღეს?
და ამავდროულად ველი პასუხს, რას ვაკეთებთ მეორე და მესამე მოსმენის დროს?
პ.ს ეს პარლამენტი არალეგიტუმურია და რას მიიღებს არ აქვს მნიშვნელობა,ეს პასუხი კატეგორიულად არ მიიღება,ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზთა გამო!
წერს, “ენმ”- ის პოლოიტსაბჭოს წევრი, კახა ასკურავა, სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights