გურიის მოამბე

,,ორფა ნავი“ (კატამარანი), „მეპარუხეები“, „ტრაპუტა“ და „ხეჭეპა“

„ორფა ნავი“ (კატამარანი), „მეპარუხეები“, „ტრაპუტა“ და „ხეჭეპა“
.
ადრე გავრცელებული ყოფილა ორფა და ცალფა ნავები, ორფა ნავი კატამარანის მსგავსი გვერდებით ერთმანეთზე წირეხით გადაბმული იყო – „ძველად მძიმე ტვირთის გადატანისას ერთ ნავს გვერდზე მეორეს მიუბამდნენ ერთ ნავს და თოკით (პაროხი, პარუხი – πάροχος) მიათრევდნენ. ორი კაცი, ერთი ნავის ქიმზე რომ იდგა და მეორეს ბოლოში, ჭოკებით (ჭოლოკი) ეხმარებოდნენ მეპარუხეებს, რათა ნავი ნაპირს არ მიხეთქებოდა, ამ დროს ნავის ფორმა იცვლებოდა – ფართოვდებოდა და გადაბრუნებაც თითქმის შეუძლებელი იყო (ახალსოფელი, გრიგოლეთი, ჯურუყვეთი, გუდაყვა, კახათი, გაუწყინარი).“
.
„ჩვენს მიერ გურიაში დამოწმებულია – მომცრო ზომის სათევზაო ნავის „ხეჭეპას“ არსებობა, რომელიც ამ უკანასკნელ დრომდე გამოიყენებოდა ნატანებ – სუფსა – პალიასტომის მიდამოებში.“
.
„გურიაში მცირე ზომის მოსასმელ ნიჩაბს „ტრაპუტა“ ერქვა ხალხში როცა იტყვიან: „ტრაპუტას კარგად ურტყამსო“, ეს ნიშნავს, რომ მენავე ნიჩაბს კარგად უსვამს, კარგი ნაოსანია.“
.
ამონარიდები წიგნიდან – ზურაბ კუტალეიშვილი: ნაოსნობა საქართველოში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა) 1987

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights