გურიის მოამბე

ოზურგეთის მერის შეხვედრა ცხემლისხიდის მოსახლეობასთან ინცინდენტის გამო ჩაიშალა

სოფლის პროგრამის ფარგლებში – განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესარჩევად – გუშინ, სოფელ ცხემლისხიდში გამართული, ოზურგეთის მერის შეხვედრა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მომხდარი ინცინდენტის გამო ჩაიშალა.

ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” ცხემლისხიდიდან აცნობეს.

ადგილობრივ მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სოფელში ჩამომავალ მდინარე ნატანებზე კარიერის შესაძლო გახსნამ გამოიწვია.

ნაწილი ადგილობრივებისა ამ იდეას ეწინააღმდეგება – ნაწილი კი მომხრეა.

თუმცა, ოზურგეთის მერია ავრცელებს მოკლე ინფორმაციას, ამ შეხვედრების შესახებ, სადაც საუბარი, მომხდარ ინცინდენტზე არა, საკონსულტაციობ შეხვედრას კი ჩატარებულად მიიჩნევენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად განიხილეს არსებული საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights