გურიის მოამბე

,,ტაში გაღარიბებას“ – ზურა ჯაფარიძე

ოპოზიციონერი ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ტაში გაღარიბებისთვის, უცხოელებისთვის ტაქსის და საკურიერო მომსახურების აკრძალვაზე შემხვდა აპლოდისმენტები აქეთა ფლანგიდან და 2 სიტყვას ვიტყვი, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია აზრს ვეღარ ვხედავ ყოველი ახალი იდიოტური რეგულაციის კომენტირებაში რატომ არიან დასაქმებული ამ ორ ბაზარზე (შეიძლება სხვაგანაც) უცხოელები?ან ამ ბაზრებზე ზოგადად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების ნაკლებობაა ან საქართველოს მოქალაქეები არ თანხმდებიან იმ ანაზღაურებას რომელიც ამ ბაზრებზე არსებობს (მეტი უნდათ)რა მოჰყვება ამ აკრძალვას?ან ამ ბაზრებზე შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი ან დამსაქმებლებს მოუწევთ დასაქმებულებისთვის მეტის გადახდა ან რაღაც საშუალო მოიძებნება ამ ორს შორისრა იქნება შედეგი?იქნება ნაკლები ტაქსი და ნაკლები კურიერი და/ან გაძვირდება ეს სერვისებიანუ, როდესაც ტაქსს გამოიძახებთ და/ან რამეს შეუკვეთავთ ვოლტზე თუ გლოვოზე, მოგიწევთ უფრო მეტის გადახდაროდესაც რაღაც სერვისში მოგიწევს მეტის გადახდა ან ამ სერვისით ვეღარ სარგებლობ ფასის ზრდის გამო, ამას ჰქვია – გაღარიბებაგაღარიბება ნაკლები შემოსავალი არ არისგაღარიბებაა როდესაც იმაზე ნაკლების ყიდვის შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე აქამდე გქონდაეს მოხდება ზუსტადგაღარიბდებითნაკლები ფული დაგრჩებათ სხვა რაღაცეებში დასახარჯად ან დანაზოგის გასაკეთებლადიგივე მოხდება ნებისმიერ სხვა სფეროსთან მიმართებაში, სადაც აქამდე უცხოელები იყვნენ დასაქმებული და ახლა აღარ იქნებიანცხადია საქართველოს მოქალაქე კურიერებს თუ ტაქსისტებს ეს გადაწყვეტილება მოეწონებათ – მათ წარმოდგენაში კონკურენტებს აცილებს სახელმწიფო, შესაბამისად მათ მეტი მოგება დარჩებათმაგრამ თქვენ, ჯამში საქართველოს მოქალაქეები გაღარიბდებით ამ გადაწყვეტილებითდა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარითუ კრიმინალი ან ტერორისტი არაა, ცხადიათუ კრიმინალი ან ტერორისტია – მაშინ საერთოდ არაა ქვეყანაში შემოსაშვებიამიტომ, გაუგებარია რას უკრავთ ტაშსსაკუთარ გაღარიბებას?‘’რუსეთი/ოლიგარქი გვაღარიბებს, რადგან ღარიბების მართვა უფრო მარტივია” ლოგიკის ხალხს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება მოგეწონათ, განსაკუთრებით გილოცავთ. ეს წუთია კრემლმა/ოლიგარქმა გაგაღარიბათ და თქვენ ტაშს უკრავთ.პ.ს. ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მუშაობს უცხოეთში, ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში. უდიდესი უმრავლესობა – არალეგალურად. ოდესმე გიფიქრიათ რატომ უწევთ მათ არალეგალურად მუშაობა, შედარებით პრიმიტიულ და დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, დღეში 10-12-14 საათი? სწორი და მოსაწონია ასეთ მდგომარეობაში რომ არიან? თუ ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება არ მოსულა, მაგრამ ჩვენი მხრიდან სხვებისადმი ასეთი დამოკიდებულება ოქეია?“- წერს ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights