პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, „ტრიბუნას“ წევრმა, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ პარტიული სია წარადგინეს.
დაასახელდა სიის პირველი შვიდი წარმომადგენელი:
ლია მუხაშავრია
მარიკა მენაღარიშვილი
გიორგი სარჯველაძე
თეიმურაზ ჯორბენაძე
ნათია თვალაბეიშვილი
ინგა იმნაძე
ქეთევან წილოსანი.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით:
„ დღეს არც თანამდებობებისთვის იბრძვის ვინმე და არც ვინმეს მსუყედ დასაბინავებლად.
2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმის დღეს!
ჩვენ ბრძოლაში ვართ ცვლილებებისთვის!
ბრძოლაში გადარჩენისთვის!
და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქმის მტერია.“