ექსპერტი, ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სოცალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “მხოლოდ ერთ რომელიმე პარტიას რომ ჰქონდეს აგრესიული და სიძულვილის ლექსიკა, ნამეტანი ფუფუნების პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება. ჩვენ სსრულად აგრესიულ სივრცეში ვცხოვრობთ, აგრესია იყიდება ყველაზე ადვილად და მეტად, აგრესიის გასაყიდი სივრცეა პოლიტიკური სუბიექტების თვითგამოხატვა, მედია, სოციალური ურთიერთობები, სასულიერო სივრცეებიც კი.
ამ აგრესიის მწარმოებლებიც ჩვენ ვართ და მსხვერპლიც თავადვე ვართ. ვინმეს აგრესიას რომ სივრცეს ვაძლევთ, ამაში თანამონაწილეები გამოვდივართ.
უპასუხისმგებლო პოლიტიკური სივრცის, პირველ რიგში ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკისა და პროპაგანდის შედეგია ადამიანების დევნა მოსაზრებების გამო, ხელისუფლებაა ვალდებული მოქალაქეთა ფიზიკური უსაფრთხოების და დაცული გარემოს შექმნაზე, თუმცა, მთლიანობაში მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის გამოხატული სიძულვილის შედეგია ის, რომ დაუცველები ვართ.
ვახო სანაია ერთ-ერთი გამორჩეულად მშვიდი, რაფინირებული და ზომიერი ჟურნალისტია. მასზე თავდასხმა საგანგაშოა”.-წერს გამზარდია.