
“აი, შეხედეთ. ირანის რელიგიური ლიდერი ოჯახთან ერთად, როგორც წესი, თავის რეზიდენციაში შაბათ დილას დგება — იმ დღეს, როდესაც ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმაა დანიშნული — ასრულებს ლოცვას, ურთიერთობს ოჯახთან, დაკავებულია მნიშვნელოვანი საქმეებით. თითქოს არაფერი ხდება. მშვიდობიანი ცხოვრებაა, ყველაფერი რიგზეა. “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ხელმძღვანელი და უმაღლესი თანამდებობის პირები, თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკოსები და სამხედროები ჩვეულებისამებრ მიდიან სამსახურში, თავიანთ ჩვეულ კაბინეტებში. ხომ მიდის მოლაპარაკებები კუშნერთან და უიტკოფთან. ირანი კი მზადაა დათმობებზე წავიდეს. თეირანმა არ ისურვა რაისის დაღუპვა მკვლელობად ეღიარებინა. არ ჩაება ომში ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ; არც მაშინ, როცა ასადი დაამხეს; არც მაშინ, როცა “ჰამასის” ლიდერები გაანადგურეს; და არც მაშინ, როცა ნასრალა და “ჰეზბოლას” ხელმძღვანელობა მოკლეს. თეირანმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაში არ შეიტანა პუნქტი ერთობლივი თავდაცვის შესახებ (ჩვენ ვთავაზობდით). რუსეთ-ირანის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხიც კი არ განუხილავს. და აი, კანონზომიერი შედეგიც- როდესაც შენთან მოვიდნენ, ირგვლივ აღარავინ დარჩა, ვინც დახმარებას შეძლებდა. “დიდი შაითანი”, რომლის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ქვეყანა შეგნებულად ემზადებოდა თითქმის ნახევარი საუკუნე, თავს დაესხა მყისიერად და წერტილოვნად და სამწუხაროდ, მიზანს მიაღწია.”