გურიის მოამბე

ოზურგეთში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს-საქმე სავარაუდოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადაზიდვას ეხება

ქალაქ ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ოზურგეთის პოლიციამ, რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, ე.წ. “ბაიკერები” დააკავა-აროფიციალური ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვა, შენახვა რეალიზაციას ეხება.

ამ წუთებში, ოზურგეთის პლიციელები ადგილზე, დაკავების ოქმებს ადგენენ და  თარჯიმნების მეშვეობით, დაკავებულთა გამოკითხვას აწარმოებენ.

როგორც ადგილზე მყოფ, ჩვენს კორესპონდენტს, თვითმხილველებმა განუცხადეს, კოსტავას ქუჩაზე, რუსეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როცა ისინი მოტოციკლეტებით გადაადგილდებოდნენ:

“ალყა შემოარტყეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენიმე საათია ეს სიტუაციაა” გვითხრა ერთ ერთმა თვითმხილველმა.

ჩვენ შევეცადეთ პლიციელებთთან გასაუბრება, თუმცა ერთ ერთმა მათგანმა ყვირილი დაგვიწყო და გვსაყვედურებდა რა უფლებით ვიღებდით სურათებს, მოგვიანებით გვითხრა,  “რაც გინდათ ის ქენით-ახლოს არ მოხვიდეთო” –  ჩვენს შეკითხვებს კი არცერთმა მათგანმა არ უპასუხა.

პოლიციამ დალუქა მოტოციკლეტები, ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა და ორთავე საშუალება სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყავთ.

პოლიციელთა განცხადებით, შსს მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights