დღეს, თბილისში პარლამენტთთან დაგეგმილ თავისუფლების მსვლელობას, გურულებიც უერთდებიან.
როგორც, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ადგილობრივი ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მჟვანაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ნაწილი მათი მხარდამჭერებისა უკვე რუსთაველზე იმყოფებიან, ნაწილი კი წუთი-წუთზე შეუერთდება აქციას.
პოლიტიკური პარტიების წერვები და მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა მელიას და ამბობენ, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს. მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, იქამდე კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.