19 წლის ქართველი მორაგბე, დავით არობელიძე, კარიერას, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. ახალგაზრდა სპორტსმენი TOP 14 ის კლუბ ვანში ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაციას, ქართული სპორტული პორტალი, https://asport.ge – ავრცელებს;
გავრცელებული ინფორმაციით ქართველ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 2+1 ფორმატის კონტრაქტი გაფორმდა. არობელიძე ახალ გუნდს სექტემბრიდან შეუერთდება.
ცნობისთვის: დავით არობელიძე ოზურგეთის არწივების აღზრდილია. გასული სეზონი კი მან თბილისის “არმიაში” გაატარა და ამჯერად ძალებს ევროპულ საკლუბო რაგბიში მოსინჯავს.
საფრანგეთის უმაღლესი ლიგა – TOP 14 – Super Rugby Pacific თან ერთად (სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარი კლუბური ჩემპიონატი – მასში მონაწილეობენ უძლიერესი პროფესიონალური კლუბები ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ფიჯიდან და წყნარი ოკეანის რეგიონიდან) მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.
ეს პირველი შემთხვევაა ოზურგეთის სარაგბო ოჯახის ისტორიაში და თავისთავად-უკვე-უდიდესი წარმატება;








