ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, მინდია ჟღერიამ, საკუთარი მოქალაქეები, კურორტ ბახმაროს მიმდებარე სოფლების მოსახლეები, მოატყუა, ცრუ დაპირებებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აიძულა და შემდგომ მიატოვა;
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ნაბეღლავის თემიდან აცნობეს;
საქმე ეხება, კურორტ ბახმაროს ასასვლელში, ტერიტორიული დაცვის სააგენტოს კუთვნილი ადგილის დასუფთავებას და შემდგომ იქ “საპიკნიკეს” გახსნას;
აღნიშნული “საპიკნიკეს” დემონტაჟი, “გურიის მოამბეში” გასული სტატიის შემდეგ, ტერიტორიული დაცვის სააგენტოს მოთხოვნით, თავად იმ მოქალაქეებმა მოახდინეს, რომლებმაც ის გახსნეს;
რედაქციამ გაარკვია, რომ, მოქალაქეებმა, ხატია ჩხვიმიანმა და მანო ბერიძემ, ადგილზე “საპიკნიკე” ჩოხატაურის მერის, მინდია ჟღერიასა და ჩოხატაურის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის თხოვნით გახსნეს; გახსნამდე კი, ამ ტერიტორიას, მთელი ერთი თვის განმავლობაში, ეს მოქალაქეები, საკუთარი ძალებით ასუფთავებდნენ და დიდი შრომის ფასად მოაწესრიგეს;
როგორც გვუბნებიან, საქმის კურსში იყო ტერიტორიული დაცვის სააგენტოც;
ჩვენ ვეცადეთ ჩხვიმიანთან და ბერიძესთან დაკავშირება, თუმცა კომენტარზე – რედაქციასთან საუბარზე – ორთავემ უარი განაცხადა;
წყარო ნაბეღლავიდან გვიყვება, რომ ჩოხატაურის მერიამ, დაიბარა და თხოვნით მიმართა აღნიშნულ მოქალაქეებს, ეს ტერიტორია საკურორტო სეზონის წინ დაესუფთავებინათ და ნაცვლად ამ მომსახურებისა, მერია მათ ნებას მისცემდა ადგილზე მცირე სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინა;
თავისთავად, მერიას ამის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ადგილი ტერიტორიული დაცვის სააგენტოს ეკუთვნის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მერმა მაინც გასცა ეს დაპირება და ფაქტობრივად, საკუთარი მოქალაქეები, შეცდომაში შეიყვანა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი, “მიიმალა” და სახელმწიფო ინსტიტუტებს ტერიტორიაზე არსებული სამსენებლო სიახლეების დემონტაჟი უბრძანა;
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დემონტაჟი თავად ამ მოქალაქეებმა მოახდინეს პირველივე გაფრთხილების შემდეგ, თუმცა ისმის კითხვა-ვინ აანაზღაურებს მათ მიყენებულ ზარალს და რეპუტაციულ ზიანს?
იგივე თემაზე:
მალხაზ ვირუბოვი “ბახმაროს “საპიკნიკეზე” – ეს არის თვითნებობა ხვალვე ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში
ეს განცხადება, “გურიის მოამბესთან” საუბარში “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” გურიის ხელმძღვანელმა, მალხაზ ვირუბოვმა, გააკეთა;
მისივე განცხადებით, ის ბიულეტენზე იმყოფებოდა და სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა;
“გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, პირი, რომელიც ახლა ადგილზე კომერციულ საქმიანობას აწარმოებს, კანონის ფარგლებში დაჯარიმდება” -გვითხრა სააგენტოს ადგილობრივმა ხელმძღვანელმა;
ცნობისათვის; დღეს, “გურიის მოამბემ” გაავრცელა ინფორმაცია:
კურორტ ბახმაროზე – დამსვენებლების ინფორმციით – გაურკვეველმა პირებმა დასვენების პარკი მიიტაცეს
კურორტ ბახმაროში, ასასვლელთან, დასვენებისა და გართობის პარკი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის გრანტით გაკეთდა და ინფრასტრუქტურულად განვითარდა, ამ დღეებში, როგორც კურორტის დამსვენებლები გვატყობინებენ, ისევ ჩოხატაურის მერიიის ხელშეწყობით, გაურკვეველმა პირებმა მიიტაცეს;
ამსვენებლების ინფორმაციით, ადგილი, სადაც ნებისმიერ დამსვენებელს, ოჯახთან ერთად შეეძლოთ მისვლა გართობა და დასვენება, რომელ ადგილშიც, ფანჩატურებისა და დასვენებისათვის აუცილებელი შენობების მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წინა, ადგილობრივი ხელისუფლების დროს, გარკვეული თანხები, ევროკავშირის გრანტიდან გამოიყო, ამ დღეებში ვიღაცამ შემოღობა, ფანჩატურებს თუნუქის ფურცლები შემოაკრა და დააბოქლომა, დამსვენებლებს კი ტერიტორიით სარგებლობა აუკრძალა და გაურკვეველი სახის მსენებლობებს ახორციელებს;
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ეს ადგილი “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” ეკუთვნის და როგორ იცავს-ფაქტი სახეზეა;
“გურიის მოამბეს” კურორტ ბახმაროდან დაუკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს.
დამსვენებლები, რომლებიც ჩვენ დაგვიკავშირდნენ, მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ტერიტორია მიითვისეს თუ მითვისებას ცდილობენ, ჩოხატაურის მერიასთან და ბახმაროს გამგებელთან დაახლოებული პირებია;
რედაქცია შეეცადა სიტუაციაში გასარკვევად ჩოხატაურის მერს, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეს, ბახმაროს გამგებელს დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს ზარებს არცერთმა მათგანმა არ უპასუხა;
კურორტ ბახმაროზე – დამსვენებლების ინფორმციით – გაურკვეველმა პირებმა დასვენების პარკი მიიტაცეს
კურორტ ბახმაროში, ასასვლელთან, დასვენებისა და გართობის პარკი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის გრანტით გაკეთდა და ინფრასტრუქტურულად განვითარდა, ამ დღეებში, როგორც კურორტის დამსვენებლები გვატყობინებენ, ისევ ჩოხატაურის მერიიის ხელშეწყობით, გაურკვეველმა პირებმა მიიტაცეს;
დამსვენებლების ინფორმაციით, ადგილი, სადაც ნებისმიერ დამსვენებელს, ოჯახთან ერთად შეეძლოთ მისვლა გართობა და დასვენება, რომელ ადგილშიც, ფანჩატურებისა და დასვენებისათვის აუცილებელი შენობების მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წინა, ადგილობრივი ხელისუფლების დროს, გარკვეული თანხები, ევროკავშირის გრანტიდან გამოიყო, ამ დღეებში ვიღაცამ შემოღობა, ფანჩატურებს თუნუქის ფურცლები შემოაკრა და დააბოქლომა, დამსვენებლებს კი ტერიტორიით სარგებლობა აუკრძალა და გაურკვეველი სახის მსენებლობებს ახორციელებს;
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ეს ადგილი “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” ეკუთვნის და როგორ იცავს-ფაქტი სახეზეა;








