სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხაურის გურიის წარმომადგენლობას, შსს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კადრი, ირაკლი მოწყობილი უხელმძღვანელებს.ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან, არაოფიციალურად აცნობეს;
ირაკლი მოწყობილი = მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2008–2009 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და ის , მაშინ მოქმედ, შსს მინისტრთნ, ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირი იყო;
სუსის გურიის ფილიალი, რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, მანამდე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის წარმომადგენლობები, სუსის, ბათუმის ფილიალს ექვემდებარებოდნენ;
აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, მოწყობილის დანიშვნამდე, სუსის უფროსები, სამივე მუნიციპალიტეტებში, თანამდებობებიდან გადადგნენ;
აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი (დაახლოებით 2008–2009 წლებში). თანამდებობის დატოვების შემდეგ, მოწყობილი,მოგვიანებით საქმიანობდა ბათუმის პორტში დირექტორის მრჩევლად (დიდი ალბათობით ე.წ. “ოდეერად”).








