გურიის მოამბე

მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებებს ჩხიკვიშვილი ხელს საკუთარი სახლიდან აწერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან, რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების განთავისუფლების ბრძანებას, მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბექა ჩხიკვიშვილი ხელს, ეტაპობრივად, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აწერს;

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საკრებულოდან აცნობეს;

აღსანიშნავია, რომ, იმავე წყაროს ცნობით, ჩხიკვიშვილი 17 აგვისტოს გადადგა, განთავისუფლების ბრძანებებს კი მან ხელი, ელექტრონულად, 17 სა და 18 აგვისტოს მოაწერა;

ანუ, მისი გადადგომა ძალაში არ შესულა;

“17 აგვისტოს მან, საკუთარი სახლიდან 12 ხელმოწერა დააფიქსირა, 18 აგვისტოს კი 8, სულ 22 თანამშრომელი განთავისუფლდა, მაგრამ ორზე ხელი პაატა კუნჭულიას უკვე მოწერილი ქონდა” გვითხრა წყარომ.

საკრებულოდან ასვე გვატყობინებენ, რომ ჩხიკვიშვილმა, ელექტრონულად, სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებსაც მოაწერა ხელი, რისი კანონიერებაც, შესაძლოა, ასვე კითხვის ნიშნის ქვეშ  დადგეს;

რეორგანიზაცია, ოფიციალურად, 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მერის გადადგომის შემდეგ, მისი ბედი გაურკვეველი დარჩა.

ყველასათვის მოულოდნელად, განთავისუფლებული თანამშრომლების დათხოვის შესახებ ბრძანებები, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, მერიის ეიჩარმა, შიდა ელექტრონულიბრუნვის სისტემაში, მას შემდეგ ატვირთა, როცა მერი უკვე გადამდგარი იყო.

აღსანიშნავია, რომ, ეიჩარი ამ ბრძანებებს, ელექტრონულიბრუნვის სისტემაში, ადმინისტრაციის უფროსის ვიზირებით ტვირთავს, რომლის შემდეგაც ბრძანებებს ხელს მერი ელექტრონულად აწერს და ეს ბრძანებებიც ძალაში შესულად ითვლება;  თუმცა, აქვე სათქმელია, რომ, ამ დროისათვის ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსიც, ისევე როგორც ოზურგეთის მერიც გადამდგარნი იყვნენ.

ვინ დააჩქარა მარი ქერქაძე მსგავსი ქმედებისათვის გაუგებარია, თუმცა ახლა ორი გამოსავალი რჩება;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights