ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ანა კალანდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჩვენი ინფორმაციით, იგი თბილისის ერთ_ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის ტარიელ კალანდაძის თქმით, ინფიცირებული პედაგოგი, ბოლო 1 კვირა სკოლაში არ ყოფილა:
“ქალბატონი ანა ბოლო 1 კვირა არ ყოფილა სკოლაში. მას შემდეგ, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით თბილისში იყო და ბოლო ერთი კვირა, ანუ რაც სწავლა სკოლაში განახლდა, სკოლაში, საპატიო მიზეზის გამო არ მოსულა,” _ აღნიშნა ტარიელ კალანდაძემ.