“წვეულება მილიონერთა დასახლებაში – ნიკა მელიას დაკავება “ოცნებამ” მდიდრული ზეიმით აღნიშნა”, -“მთავარის შაბათში” გასულ სიუჟეტს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“წვეულება რა თქმა უნდა ეძღვნება ნიკა მელიას დაპატიმრებას და ეს მაგონებს ცნობილ ისტორიას როდესაც სისხლიანი ეჟოვი იმ ტყვიას რითაც სტალინის მტერი ბუხარინი დახვრიტეს არყის ჭიქაში აგდებდა და ისე სვავდა ბელადის გამარჯვებაზე სადღეგრძელოს. სხვათა შორის სტალინი განრისხდა ამ ამბის გაგონებაზე და აუკრძალა ჯალათს ეს უზნეობა მერე კი ისიც დახვრიტა. ამრიგად ქოცები კოლექტიური ეჟოვები არიან.სხვა დასკვნას ამ კადრების ნახვიდან ვერ გააკეთებ”.-წერს ნათელაშვილი.