“თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე მოდიხარ ულტიმატუმით, არანაირი მოლაპარაკება შედგება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ შარლ მიშელის ინიციატივით დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების მონაწილეობით გაიმართება.
“სტაბილურობა ქვეყნის არის 27 სახელმწიფოს ინტერესი, არის ამერიკის შეერთებული შტატები. რეალურად, რეგიონსა და მსოფლიოში ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ევროკავშირს ექნება კონკრეტული შემოთავაზება, მაგრამ თუ კი მოლაპარაკებების მაგიდაზე მოდიხარ ულტიმატუმით, არანაირი მოლაპარაკება შედგება. მოთხოვნაა განმეორებითი არჩევნები, ვინაიდან სააკაშვილს არ მოეწონა ამ არჩევნების შედეგები, ეს არის ულტიმატუმი. გაცილებით უფრო დახვეწილია წინადადება, რომელიც გულისხმობს, რომ ოპოზიციის ხელმძღვანელობით შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი. ამ პოზიციებით მისვლა მოლაპარაკებების მაგიდაზე უმრავლესობისთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე ულტმატუმების ენით მოსაუბრე ოპოზიციისთვის” ,- ამბობს ვოლსკი.