“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა საკოორდინაციო ხასიათისაა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაგეგმილი აქციების ფორმატთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, შესაძლოა, ხვალ დაგეგმილი აქცია განსხვავებული ფორმატით გაიმართოს, რაც ავტომობილებით აქცია-მსვლელობას მოიცავს.