ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა მანიაკების ხელშია ჩავარდნილი და მას გადარჩენა სჭირდება.
“ვინც ჯერ კიდევ ფრთხილობდით, დღეს ხომ უკვე ყველანი დარწმუნდით, რომ ცუდზე და უნიათოზე აღარ გადის ზღვარი. ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! ქართველი ხელოვანები და ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაგვიკეთებს, სხვა ვერ შეგვიცვლის ამ საგანგაშო ვითარებას! საქართველო გადასარჩენია!”- წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.