“ტაბულას” ინფორმაციით “ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის” საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 მარტს გამოსცა, დაჯილდოების ცერემონია კი, 8 მარტს გაიმართა.