მე იმედი მაქვს პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. ჩვენ ყველამ უნდა ჩავდოთ მაქსიმალური ძალისხმევა ამ დიალოგის ფასილიტაციაში, რაც, სავარაუდოდ ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს.”- ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ისაუბრა.