გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ , ამ ამბავს სოციალური ქსელით ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:”ქალი, რომელზეც ქმარმა იძალადა და 8 თვის შვილი დაიღუპა, ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, რომელიც ვერ მიიღო.
ანუ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ უმრავლესობაშია მოსაზრება რომ მეზობლის საქმე მათ არ ეხებათ, თუნდაც სიკვდილ-სიცოცხლეზე გადიოდეს ის.
უბედურება გვჭირს”.-წერს ჟორჟოლიანი.