მისივე თქმით, ასევე გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, სადაც ქართული მხარე წარმოაჩენს “საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესსა და წინსვლას არაერთი მიმართულებით”.
“ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოსა და ნატოში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესსა და წინსვლას არაერთი მიმართულებით, რეფორმების განხორციელების საქმეში”, – თქვა ღარიბაშივლმა.
მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დიალოგის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება შარლ მიშელის მიერ ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება კვლავ მზადაა დიალოგისთვის.
სკანდაულრი აუდიოჩანაწერების შემდეგ ეს მთავრობის პირველი სხდომაა. ღარიბაშვილი ჩანაწერებს არ გამოხმაურებია.