გურიის გუბერნატორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გომისმთის მიმდებარე ტერტორიაზე სამაშველო ოპერაციისას გარდაცვლილის პოვნის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა.
როგორც “გურიის მოამბეს” ატყობინებენ, სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება და მასში თბილისიდან ჩამოსული სპეციალური სამაშველო ბრიგადა ჩაერთვება.
დღეს ადრე დილიდან კურორტ გომისმთის მიდაოებში გურიის სამაშველო სამსახურმა დაკარგული ოთხი მონადირის სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
ოპერაცია დასრულებულად დაწყებიდან 12 საათის შემდეგ გამოცხადდა და ხელისუფლებამ საზოგადოებას სამი დაკარგული პოვნის შესახებ ამცნო.
გურიის გუბერნატორის განცხადებით: “10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც…”
თუმცა როგორც ირკვევა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და გომისმთა ხვალაც მოვლენების ეპიცენტრში იქნება.